თბილისი (BPI) – “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (GIG) ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობას ახალ ლოკაციაზე დაიწყებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, ობიექტის დადგმული სიმძლავრე 150 – 300 მვტ იქნება.
ახალი ენერგეტიკული ობიექტი ტყიბულში მოპოვებულ ქვანახშირზე იმუშავებს.
სააგენტო წერს, რომ შეთანხმება მთავრობის დადგენილების საფუძველზე უკვე გაფორმდა. პროექტს ჯგუფის შვილობილი შპს „ტყიბული 150“ განახორციელებს.
პროექტის განხორციელებისთვის უკვე მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობის დაწყება 30 სექტემბერს იგეგმება.
ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობის ალტერნატიულ ლოკაციაზე დაწყება, მას შემდეგ გადაწყდა რაც კომპანიამ გაითვალისწინა ჩატარებული გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების შედეგები. მიღებული დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა თბოსადგურის, რომლის მშენებლობაც თავდაპირველად ტყიბულში იგეგმებოდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენება.
წყარო:WWW.BPI.GE