მსოფლიო ჩემპიონატი „კუნგ-ფუში” ივლისის ბოლოს რუსეთში ქალაქ მოსკოვში გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით და როგორც საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს კუნგ-ფუ ს ფედერაციის ” პრეზიდენტი ტყიბულელი ოლეგ ფანჩულიძე იყო მიწვეული.

ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფანჩულიძე ამბობს რომ – „ჩემპიონატი ძალიან დიდ დონეზე იყო ორგანიზებული, მასში მონაწილეობას იღებდა 38 ქვეყნის წარმომადგენელი სულ 2800 სპორტსმენი.
ასევე ტურნირის ფარგლებში გაიმართა ფორუმი, სადაც განიხილებოდა მიმდინარე პრობლემები და სამომავლო გეგმები.
“კუნგ-ფუ ს მსოფლიო ფედერაციის” პრეზიდენტმა , ბატონმა ფუ-ბიაომ და ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, გამოთქვეს სურვილი და მზაობა იმისი, რომ ევროპის და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველოში“.გვითხრა „საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის“ პრეზიდენტმა საქართველოში ოლეგ ფანჩულიძემ.