ტყიბულში დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ტყიბულელ და თერჯოლელ ამომრჩეველს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქში იურისტი ოთარ კახიძე წარუდგინა.
ოთარ კახიძე მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენას ნაციონალური მოძრაობის ტყიბულელი და თერჯოლელი მხარდამჭერები ესწრებოდნენ.ასევე წარდგენაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძარობის წევრები:სალომე სამადაშვილი,რომან გოცირიძე, გიორგი ტუღუში და გიორგი კანდელაკი.
არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ოთარ კახიძის დაპირებაა:
➯ გავმართავთ წყალმომარაგების სისტემებს, როგორც დავასრულეთ უშუქობა, ასევე დავასრულებთ უწყლობას;
➯ განვაახლებთ და დავასრულებთ გაზიფიცირების პროცესს;
➯ დავაგებთ გზებს, მოვაწესრიგებთ სანიაღვრე არხებს;
➯ განვავითარებთ ტურიზმს, მივხედავთ რელიგიურ-ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს – მათ შორის გოგნისა და ცხრაჯვარის სალოცავებს, მთასაყდარის მონასტერს;
➯ ინვესტორების მოზიდვით, განვაახლებთ ტყიბულში 300 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტრო სადგურის გაჩერებულ მშენებლობას, რის შედეგადაც შეიქმნება ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ასევე გაიზრდება მეშახტეთა შრომის ანაზღაურება;
➯ მივხედავთ ორივე რაიონის სპორტული კომპლექსების (სპორტის სასახლე, სტადიონი, აუზი) რეაბილიტაციას;
➯ მოვაწყობთ ქალაქებისა და სოფლების ცენტრებს, მოვაწესრიგებთ საცხოვრებელიკორპუსების ეზოებს.