ტყიბულის N57-ე საარჩევნო ოლქში გაცნობითი სახის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

saolqo2

როგორც საარჩევნო ოლქში განაცხადეს, „ ეს არის საინფორმაციო შეხვედრა,რომლის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების,ტყიბულში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების ურთიერთ გაცნობა მომავალი თანამშრომლობისათვის“.
საინფორმაციო შეხვედრა ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა.