გამგებლის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ყოფილი დირექტორი მაია კუზნეცოვა გამგებელს რობიზონ გვენეტაძეს, უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს და საკუთარი სიმართლის დასადგენად სასამართლოს მიმართა.
კუზნეცოვა ამბობს რომ გამგებელმა ის მიმდინარე წლის ივნისში შიდა აუდიტის დასკვინის საფუძველზე გაათავისუფლა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაკავებული თანამდებობიდან ,რაც მას უკონონო გადაწყვეტილებად მიაჩნია.ასევე კუზნეცოვა აცხადებს რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
“მიმდინარე წლის აპრილს ხელოვნების სკოლის დარბაზი მოსახლეობასთან შესახვედრად იჯარით პაატა ბურჭულაძეს დავუთმე გამგებლისვე თანხმობით,თუმც შემდეგ ამის გამო მისაყვედურეს. მე ვფიქრობ რომ არმაქვს სამსახურეობრივი მუშაობისას რაიმე სახის დარღვევა,არვეთანხმები აუდიტის დასკვნას და გამგებლის გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლების შესახებ უკანონოდ მიმაჩნია,ამიტომ სიმართლის დასადგენად სასამართლოს მივმართე,შევიტანე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გამგებლის რობიზონ გვენეტაძის წინააღმდეგ,რომელიც 138 გვერდს მოიცავს.ჩემს უფლებებს კერძო ადვოკატი ინგა გიორგაძე იცავს და მჯერა რომ სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს“. განუცხადა კუზნეცოვამ “ოკრიბანიუს“.