ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში 27 აგვისტოს,ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი, ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“–ს გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი და სხვ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მეშახტეებს პროფესიული დღე მხარის გიბერნატორმა, მუნიციპლიტეტის გამგებელმა და ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“–ს გენერალურმა დირექტორმა სცენიდან მიულოცეს.
კომპანიამ მეშახტეებს, საზეიმო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური ფულადი საჩუქრებიც გადასცა.მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაცია და ფოტო მასალა.