კომპანია “საქნახშირმა” მეშახტეთა უსაფრთხო შრომისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის 3 მილიონი დოლარის ტექნიკა შეიძინა.
ახალი ვაგონები, ბულდოზერები, ელმავლები… კომპანიის ეზოში უკვე დგას ახალი ტექნიკის ნაწილი… შახტის ტექნიკურ გადაიარაღებაზე გაწერილი გრაფიკი საბოლოო ეტაპზე გადავიდა. წლის ბოლომდე ტყიბულში ჩინეთიდან და უკრაინიდან აღჭურვილობის მეორე ნაწილს ელოდებიან. რის შემდეგაც დაიწყება ძველის დემონტაჟი და ახალი ტექნიკის განთავსება. რაც პრაქტიკულად ხსნის შახტებში ბურღვა -ფეთქითი სამუშაოების დროს მეშახტეთა რისკის ქვეშ ყოფნას, ხდება შახტების მექანიზირება რაც უსაფრთხო შრომისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შახტების მონიტორინგი, მათ გადაიარაღება-აღჭურვაზე აღწერითი სამუშაოები კომპანიამ გასული წელს დაასრულა. გეგმის მიხედვით კი წლის ბოლომდე განახლება- სარებილიტაციო სამუშაობიც დაიწყება. ტექნიკა რომელიც ამ დროისათვის შეძენილი და ჩამოტანილია 3 მილიონი დოლარის ინვესტიაციას აღემატება. კომპანიისთვის ეს მთავარი პრიორიტეტია და აქ მიაჩნიათ რომ ეს მუდმივი პროცესია. უკვე ადგილზეა შვიდი ერთეული ადგილობრივი განიავების ვენტილიატორი. ოთხი ერთეული საისრე
ელმავლის გადამყვანი კომპლექტი. სამი კომპლექტი ელმავალი, მათი განახლება გასულ წელსაც მოხდა. 6 კომპლექტი ელმავლის ბატარეა უკვე შეძენილია და ოქტომბერში ჩამოვა. გვირაბგამყვანი კომბაინი რომელიც ფეთქით და საბურღ სამუშაოებს ახორცილებს ფუჭ ქანში. ქუთაისში მზადდება ვაგონების მექანიზირებული გადამყირავებელი დანადგარი. უკვე შეძენილია თვითმცლელი მანქანა . 80 ერთეული ახალი ნახშირიმზიდი ვაგონი. შეძენილია ჰაერის ახალი მიმწოდებელი კომპრესორი. შეძენილია 18 ტონიანი ბულდოზერი. მიმდინარეობს შტოლმების რეაბილიტაცია და შეძენილია 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზისათვის. მიმდინარე თვეში ისევ შეივსო სასაწყობე მეურნეობა 400 ერთეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, რომელსაც შახტაში მაშველის ფუნქცია აქვს და მეშახტეთა ახალი სანათებით.
კომპანიას მარტო შახტების ტექნკური განახლება- გადაირაღება სამ მილიონ ნახევარი დოლარი დაუჯდა. საწარმომ სოლიდური თანხა გახარჯა სარემონტო სარებილიტაციო სამუშაოებშიც.