კომპანია „საქნანახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ შახტაში დასაქმებულ მეშახტეების შვილებსა და შვილიშვილებს რომლებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში საჩუქრები გადასცა.
37 პირველკლასელს საჩუქრად სასკოლო ჩანთა გადაეცა შესაბამის სასკოლო ნივთებთან ერთად.საჩუქრები ბავშვებს შახტის ადმინისტრაციის ეზოში კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს, სადაც ბაშვებთან ერთად მათი მშობლები იმყოფებოდნენ.
მეშახტეთა შვილებს და შვილიშვილებს საჩუქრები გადასცეს, სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული მოსწავლეობა უსურვეს შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. მათი თქმით“ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება ბავშვებისათვის,ისინი მეშახტეთა შვილებისათვის წამახალისებელ ღონისძიებებს მუდმივად მართავენ და მსგავსი ღონისძიებები მათთვის მომავალშიც განხორციელდება“.
ბავშვების მშობლებმა კმაყოფილება გამოხატეს შახტის ადმინისტაციის მიმართ და მადლობა გადაუხადეს ამ იდეის ორგანიზატორებს,რადგანაც დღეს მათი შვილები გახარებული და ბედნიერები არიან საუკეთესო სასკოლო საჩუქრების მიღებით.