2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციაში რეფორმა განხორციელდა; N57ტყიბულის საარჩევნო ოლქი, თერჯოლას შეუერთდა და N50-ე სარჩევნო ოლქად ჩამოყალიბდა.
თერჯოლა ძირითადი საარჩევნო ოლქია, ხოლო ტყიბული, დამხმარე. კანონის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებისათვის N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის 37 საუბნო კომისიების წევრების შერჩევა, თერჯოლის N50 საარჩევნო ოლქში მოხდა.
საუბნო საარჩევნო კომისიები 13 წევრისაგან შედგება,რომელთაგან 6 წევრი საოლქო- საარჩევნო კომისიის მიერ არის დანიშნული, ხოლო 7- პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. ესენია: „ქარული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ , „რესპუბლიკური პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. მათ თითო-თითო წევრი ჰყავთ ყველა საარჩენო უბანზე.
წინა არჩევნების საუბნო კომისიების წევრების უმრავლესობა, წლევანდელ საარჩევნო კომისიებში ვერ მოხდა. როგორც ისინი აცხადებენ, შეტანილი ჰქონდათ განაცხადი, თუმცა თერჯოლის საოლქო- საარჩევნო კომისიამ წევრებად არ შერჩია და არც კონკრეტული პასუხი მიუღიათ.
მათივე თქმით, საუბნო კომისიის წევრებად მოხდა ისეთი კანდიდატების შერჩევა, ვისაც არ აქვთ საარჩევნო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო კვალიფიციურ კადრს უარი ეთქვა კომისიის წევრობაზე.
თერჯოლის კომისიისათვის ტყიბულის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები და მათი საქმიანობა თითქმის უცნობი იყო, მხოლოდ განაცხადების საფუძველზე მოხადა მათი შერჩევა, რის გამოც, ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, განცხადებებს უფრო საფუძვლიანად და ყურადღებით უნდა გაცნობოდნენ.
კომისიის წევრობის ერთერთმა კანდიდატმმა, ლელა ზარნაძემ განმარტა, რომ ის წლების მანძილზე იყო საარჩევნო კომისიის წევრი, ტყიბულის ოლქის N13 საწირის საარჩევნო უბანზე და ახლაც ჰქონდა განაცხადი შეტანილი ამავე უბნის კომისიის წევრობაზე, თუმცა უარი მიიღო.-
„საარჩევნო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს,1994 წლიდან ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებზე მიწევდა მუშაობა საარჩევნო უბანზე. ვიყავი, როგორც კომისიის მდივანი, ასევე მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე. ასევე მაქვს, საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი.
წელსაც მქონდა კომისიის წევრობის სურვილი და შევიტანე განაცხადი, მაგრამ არ გაითვალისწინეს, ჩემი გამოცდილება და უარი მეთქვა კომისიის წევრობაზე. თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მივწერე ამის შესახებ, მათი მიპასუხეს, რომ ამ გადაწყვეტილებას თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია იღებსო. კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, თუ რატომ არ მოხდა ჩემი შერჩევა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს კანდიდატების შერჩევისას, მაგრამ ამკითხვაზე პასუხს არავინ მცემს,“- განაცხადა კომისის წევრობის ყოფილმა კანდიდატმა ლელა ზარნაძემ.
კომისის წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატის, ლევან კევლიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მიუხედავად, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნების საუბნო კომისიის წევრობაზეც უარი მიიღო.
„წლებია, სხვადასხვა უბნებზე ვმუშაობდი საარჩევნო კომისიაში, როგორც წევრად, ასევე მოადგილედ, მაქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიის წევრობაზეც შევიტანე განაცხადი, მაგრამ უარი მეთქვა. არ გაითვალისწინეს ჩემი მრვალწლიანი გამოცდილება, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ხდებოდა კომისიის წევრების შერჩევა,რადგან მე წინა ხელისუფლების დროს სოფლის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად ვმუშაობდი.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მომიწია სამსახურის დატოვება. შემდეგ ვიღებდი მონაწილეობას ტყიბულის გამგეობის მიერ სოფელ საწირის თემის რწმუნებულის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში, ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდები, გავიარე გასაუბრება, მაგრამ კომისიამ უარი თქვა ჩემს ამ ადგილზე დანიშვნაზე,“ – ამბობს ლევან კევლიშვილი.
მსგავსი ფაქტები, ტყიბულის საუბნო- საარჩევნო კომისიის უმეტეს უბნებზე ფიქსირდება.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.