ტყიბულში საარჩევნო ბლოკი“პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე იმყოფებოდა.
პარტიის ლიდერი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და ტყიბული-თერჯოლის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი გვენეტაძე წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენაზე მხარდამჭერები მოსული იყვნენ როგორც ქალიქიდან ასევე ტყიბულის თითქმის ყველა სოფლიდან.
პაატა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს მიმართა რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად ყველანი მივიდნონ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი,რადგანაც არ მისცენ ვინმეს იმის საშუალება რომ მათი ბიულეტენი ვინმემ გამოიყენოს.
“შეხვედრამ ტყიბულში შესანიშნავად ჩაიარა,ხალხი არის ძალიან მონდომებული რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ჩვენ შევხდით ხალხს და გავაცანით გენიალური პიროვნება ირაკლი გვენეტაძე, რომელსაც იცნობენ აქ და ის აუცილებლად გაიმაჯვებს, ასევე პირველი ნომერი გაიმარჯვებს როგორც აქ ისე საქართველოში“განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
კანდიდატის წარდგენაზე ტყიბულის მაღალმთიანი სოფელ მუხურის მცხოვრებმა 7 შვილიანმა ქურციკიძეებმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს და პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებს დახმარება სთხოვა რომ იქნებ აღუდგინონ სოციალური დახმარება.
მრვალშვილიანმა მამამ დავით ქურციკიძემ თქვა, რომ ის სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და საზღვრის გადმოკვეთისას სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადა,რის შემდეგაც მას სოციალური დახმარება მოეხსნა.
როგორც ქურციკიძე ამბობს,რადაგანაც ჯარიმის გადახდა დაფიქსირდა მის სახელზე ამიტომ მოეხსნა სოციალური დახმარება მის ოჯახს.