ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა.ახლადრეაბილიტირებული სპორტის სასახლის დარბაზი 750 ადამიანზეა გათვლილი და მზად არის სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების ჩასატარებლად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია 2013 წელს ახალი სახურავის მოწყობით დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა და რეაბილიტირებული იქნა სპორტსასახლის სრული კომპლექსი 2 400 000 ლარის ფარგლებში.
გახსნის ღონისძებას სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე დაესწრო.მათთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრები.
ასევე ღონისძიებას ესწრებოდა დამსახურებული სპორტული კომენდატორი ჯამლეტ ხუხაშვილი,მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.
sportis-sasaxle1
ტყიბულში სპორტის სასახლე, ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა, რომელიც ერთერთ საუკეთესო თანამედორვე სტანდარტების დარბაზად ითვლებოდა საქართველოში.სადაც იმართებოდა როგორც ადგილობრივი,ასევე რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობებში.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დიდთოვლობისას ჩამოინგრა შენობის სახურავი რამაც გამოიწვია კომპლექსის სრული დაზიანება, მას შემდეგ სპორტის სასახლე ამდრომდე უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

,