გავრცელებული ინფორმაციით დღეს ტყიბულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ბონდო კუბლაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს,
როგორც ამბობენ ბინიდან წაღებულია ოქროულობა და ფული.
თავად კუბლაშვილმა ოკრიბანიუსთან საუბრისას აღნიშნული ფაქტი უარყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ,მათი განცხადებით საქმე აღძრულია სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და მიმდინარეობს აქტიური საგამომძიებლო მოქმედებები.