თერჯოლა- ტყიბულის გაერთიანებულ N 50-ე საარჩევნო ოლქში,2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადატია დარეგისტრირებული, მათ შორის 13 წარდგენილი არის პოლიტიკური პარტიებიდან და 2 სანიციატივო ჯგუფის მიერ.კანდიდატებს შორის 12 მამაკაცი და 3 ქალბატონია.
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 16 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო რეგისტრირებული,რამდენიმე დღის წინ „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხს“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი გვენეტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საბოლოოდ ოლქში 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარჩა.
8 ოქტომბრის სპარლამენტო არჩევნებზე ტყიბული-თერჯოლის ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატიდან ერთ-ერთზე მოუწევს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არიან ცნობილი სახეები როგორც პოლიტიტიკიდან ასევე ბიზნესიდან და მედიცინიდან.თუმც არიან ისეთი სახეები რომლებიც არათუ პოლიტიკაში არამედ მუნიციპალიტეტშიც არიცნობენ და საკუთარ ამომრჩევლებთან გაცნობას წინასაარჩევნოდ ცდილობენ მათთან შეხვედრებით,საინფორმაციო ბროშურების დარიგებით და ქუჩაში გაკრული პლაკატების მეშვეობით.
კანდიდატებს შორის ზოგს საინფორმაციო კამპანიაც ამდრომდე არდაუწყია,მათი არც პლაკატები ჩანს სადმე და არც მოსახლეობასთან შეხვედრები ფიქსირდება.
ამომრჩევლები უმეტესი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას არფლობს, არიციან ვინ არიან, რაგამოცდილებააქვთ და საიდან მოდიან პოლიტიკაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით ტყიბული -თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რაოდენობა საბოლოოდ 15 შეადგენს და ისინი არიან:
ვლადიმერ ჩუბინიძე – პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა(თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად“)“.
ლაშა კლდიაშვილი – საარჩევნო ბლოკი“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“.
ოთარი კახიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონული მოძრაობა“.
გელა ჩივაძე – პოლიტიკური გაერთიანება „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქრთველოსთვის“.
ხვიჩა წკეპლაძე – საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან -მოურავი,ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,გაერთიანებული ოპოზიცია“.
მერაბი ჭუმბურიძე – პოლიტიკური გაერთინება“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტური პარტია“
ტერენტი ობოლაძე – პოლიტიკური გაერთიანება“საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“(ივანე წიკლაური)
ალექსანდრე ყიფიანი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“
გიორგი გიგაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „კახა ძაგანია,სოსო შატბერაშვილი,პაატა ჯიბლაძე,არჩილ ბენიძე მემარცხენე ალიანსი“
რუსუდან გვენეტაძე – პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“
ელგუჯა გოცირიძე – პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
კახი კვატაია და ზაურ გურგენიძე -საინიციატივო ჯგუფის მიერ არიან წარდგენილები.
„ოკრიბანიუსი“ შეეცადა დაკავშირებოდა ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სოციალური ქსელით,ელექტრონული ფოსტით,სატელეფონო კავშირით.მიუხედავად ამისა რამდენიმე კანდიდატის მოძიება და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
რომლებსაც დაუკავშირდით მათ კითხვით მიმვართეთ საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ.რათა მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატების შესახებ.
კანდიდატების ნაწილმა დროულად მოგვაწოდა ინფორმაციები,ნაწილმა კი ამდრომდე ვერ შეძლო ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მოწოდება.
გაგაცნობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხედულებებს სახვადასხვა პრომლემატურ საკითხებზე და მის მოგვარების გზებზე წინა საარჩევნო პროგრამებიდან.ასევე მათ ბიუგრაფიებს, ვინ არაინ და საიდან მოდიან პოლიტიკაში.
საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“დან თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა კლდიაშვილია,რომელიც პარტიაში 71 ნომრადაა წარმოდგენილი,მისი როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ნომერი არის 3
კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
ლაშა კლდიაშვილი დაიბადა 1973 წლის 27 ივლისს.
1990 წელს დაამთავრა ქ.ტყიბულის N1 საშუალო სკოლა, მედალზე.
1990-1995 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე,საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით,რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1995-1997-წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში,(ასპირანტურაში).
1994-2001 წლებში მუშაობდა სს „ექსიმბანკში“ იურისტად,შემდგომ „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
2001-2003 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას,სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კუთხით.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.
2005-2007 წლებში სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორად.
2008 წლიდან საქართველოს საარბიტრაჟო პალატის დამფუძვნებელი და შპს „დალა 73“ დამფუძვნებელი და დირექტორი.
ფლობს- რუსულ , ინგლისურ და გერმანულ ენებს.
ჰყავს–მეუღლე და სამი შვილი.
კანდიდატს პრომელურ საკითხებად მიაჩნია
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არამიზნობრივი თანხების ხარჯვა,რაც აუდიტის სამსახურის არაერთ აქტშია დაფიქსირებული.სოციალურად დაუცველი პირების ბედის ანაბარა მიტოვება.მოუწესრიგებელი გზები,ეზოები ლა ლიფტები.
კანდიდატის სააჩევნო დაპირებება
შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,ხელშეწყობილი და წახალისებული იქნება მცირე მეწარმეობა. კერძო ინვესტიციის საფუძველზე აშენდება ხილის გადამამუშავებელი ქარხანა.
თერჯლოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები დამთავრდება ხარისხიანად,მოხდება ახალი მრავალათასიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
დაიწყება ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა.
დაიწყება მუშაობა მეშახტეთა საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე,რაც გამოიწვევს მათი ხელფასების ზრდას.მეშახტეთა შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება გახდება პრიორიტეტული.მეშახტეთათვის საპენსიო ასაკის შემცირებას და მათთვის ღირსეული პენსიის დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
საბიუჯეტო თანხების ხარჯვა იქნება გამჭირვალე და მკაცრად კონტროლირებული.
ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლებიდან ნაკლები თახა დაიხარჯება ბიუროკრატიის შენახვაზე.გაიზრდება სოციალური, ჯამრთელობის,მრავალშვილიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველთა დაფინანსება.
პრიორიტეტული გახდება ფერმერული მეურნეობისა და მევენახეობა , მეღვინეობის განვითარება.
თერჯოლის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტები მიიღებენ ჩემს მიერ დანიშნულ სტიპენდიას –ყოველთვიურად ჩემი ხელფასიდან.
თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში დაიწყება ეზოებისა და კორპუსების ფასადების მოპირკეტება.
სოფლის მეურნეობის განვითარება: ტყიბულის რაიონში ჩაის კულტურის აღდგენა–რეაბილიტაცია(ეს გრძელვადიანი პროექტია).
საარჩევნო კამპანიის დაფინანსება
რაც შეეხება კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინასებას ის ერთადერთია კანდიდატებიდან რომელიც ასახლებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რაოდენობას და გვპასუხობს რომ “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა დღეის მდგომარეობით ფინანსდება 12000 ლარით“
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თერჯოლა -ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე პარტიულ სიაში მე-7 ნომრადაა წარმოდგენილი,მისი როგორც კანდიდატის ნომერია 5 და ის ამ ნომრით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
კანდიდატმა ასევე პარტიული სიის პირველ ათეულში წარმოდგენასთან დაკავშირებით გვითხრა-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში წარმოდგენილი ვარ მეშვიდე ნომრად. ზოგჯერ ოპონენტები ამბობენ, რომ რახან ისედაც დეპუტატი გავხდები, აღარ არის საჭირო ჩემი მაჟორიტარად არჩევა, რაზეც მინდა განვაცხადო, რომ მაჟორიტარობა არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაა. თერჯოლელებმა და ტყიბულელებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მათი პრობლემების მოგვარებაზე და ვის უნდა ანდონ მათი ინტერესების წარმოდგენა ხელისუფლებაში.
კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
ოთარ კახიძე 1983 წლის 7 ივლისს თბილისში დაიბადა
დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აღმასრულებელი განათლების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
გავლილი აქვს მენეჯმენტის კურსები ჰარვარდის საჯარო პოლიტიკის სკოლასა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. აგრეთვე ევროსასამართლოში წარმომადგენლობის პროგრამა ლონდონის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში.
2005-2009 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იყო ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი და მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებზე.
2009-2012 წლებში გადავიდა იუსტიციის სამინისტროში, სადაც ხელმძღვანელობდა ანალიტიკური დეპარტამენტს, აგრეთვე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ოთარი უშუალოდ მონაწილეობდა იუსტიციის სახლების რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში, ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, აგრეთვე მონაწილეობდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვაში. მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა და წარმატებით დაინერგა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, სამართლებრივი სტატისტიკისა და ანალიტიკური მოდული, ამოქმედდა ახალი პროგრამები სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, როგორიცაა განრიდება და არასრულწლოვანთა მედიაციის პროგრამები.
2013 წლიდან მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის იურისტად, იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლებრივი პროგრამის ლექტორი.
2013-2016 წლებში იყო საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ბიჯიაი ლეგალი“ს პარტნიორი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. საერთაშორისო ასპარეზზე მოიგო ყველა დავა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ინტერპოლით ძებნას, 2016 წლის მიმდინარე წლის ივნისში მოიგო ვანო მერაბიშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
კანდიდატის ხედვები სხვადასხვა საკითხების შესახებ
„ტყიბულსა და თერჯოლას, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოს, აწუხებს უმუშევრობა, სიღარიბე, ლარის გაუფასურება, გაზრდილი კრიმინალი და შემცირებული ეკონომიკა, სამწუხაროდ მთავრობა ვერ ხედავს ამ პრობლემებს და შესაბამისად, არც მათი მოგვარების გეგმა და უნარი გააჩნია.
ჩვენი გამარჯვების შემდგომ, მყისიერად გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები არსებული მძიმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
საქართველოში დღეს ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს, ეკონომიკის შემცირებასთან ერთად, შემცირდა მეწარმეთა ბრუნვა და შემოსავალი, განსაკუთრებით გაუჭირდათ საშუალო და მცირე ბიზნესს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მეწარმე, რომელსაც აქვს წლიური ბრუნვა 90.000 ლარამდე (საშუალოდ 245 ლარამდე დღეში) ჩაითვლება მცირე ბიზნესად და სრულად გათავისუფლდება გადასახადისაგან, ასეთია თერჯოლასა და ტყიბულში მოქმედი მრავალი სასურსათო მარკეტი, ჯიხური, სილამაზის სალონი, თონე, ხილბოსტანი, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ა.შ. ეს შეღავათი საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებს, მეტი დარჩეთ თავიანთი ოჯახებისთვის და მეტი ადამიანი დაასაქმონ.
მთავრობამ არ შეასრულა დაპირება პენსიის 230 ლარამდე გაზრდის შესახებ, პირიქით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გაუფასურდა ლარი, რამაც გამოიწვია პროდუქტისა და მედიკამენტების გაძვირება. შედეგად, დღევანდელი პენსია 2012 წლის პენსიაზე უფრო ცოტაა, თუ მას მყარ ვალუტაში გადავიყვანთ. ჩვენ წელსვე ჩავდებთ ბიუჯეტში პენსიის ზრდას 50 ლარით და ეს შეეხებათ, როგორც ასაკობრივ, ისე ჯგუფის პენსიონერებს.
იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელთა პრემიები და დანამატები გამუდმებით იზრდება, დაახლოებით 2000 ოჯახს გაუუქმეს სოციალური დახმარება თერჯოლასა და ტყიბულში, ჩვენ გადავხედავთ ამ პროცესს და ყველას, ვისაც უსამართლოდ გაუუქმეს დახმარება, იგი აღუდგებათ.
2012 წლამდე ქვეყანაში მიმდინარეობდა სამშენებლო ბუმი, ამ ხელისუფლებამ, ნაცვლად ახალი მშენებლობების წამოწყებისა, შეაჩერა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამან გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა, აგრეთვე შეამცირა მოთხოვნა ცემენტის წარმოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ტყიბულის ქვანახშირის მოპოვებასთან.
2012 წელს მეშახტეებს ქართული ოცნება დაპირდა ხელფასების გაორმაგებას, მაგრამ ქვანახშირის მოპოვების გეგმის შემცირების გამო, მათი ანაზღაურება შემცირდა. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩვენ ვაპირებთ მოვიზიდოთ ინვესტიციები მძლავრი თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის ქალაქ ტყიბულში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და ამოქმედების შემდგომ, გაზრდის ქვანახშირის მოპოვებას.
ამასთან, ჩვენ განვაახლებთ სახელმწიფოს მასშტაბით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მშენებლობას, რის შედეგადაც, საქართველო გახდება უფრო მიმზიდელი ქვეყანა ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის, შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა.
2011 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტის განკარგულებით, დაიწყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება. 2013 წლის დეკემბრამდე გაზი უნდა გაეყვანათ თერჯოლის რაიონის ყველა სოფელში (გარდა გოგნისა, რომელიც ტყიბულის გაზიფიცირების პროექტში უნდა ჩასმულიყო). 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, გაზიფიცირების პროცესი შეფერხდა და დღესაც კი, სამი წლის თავზე, რაიონის მთელ რიგ სოფლებს არა აქვთ გაზი. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მაქსიმუმ წელიწადნახევარში დავასრულებთ გაზიფიცირებას.
2012 წელს დაიწყო ტყიბულის გაზიფიცირება, მუხურადან წამოვიდა გაზის მილი ქალაქის გაზიფიცირებისთვის, ხოლო ქუთაისიდან – ორპირის თემისა და მიმდებარე სოფლების მოსამარაგებლად. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პროცესიც შეაფერხა და გააჩერა. ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ამ საკითხს, რათა ტყიბულს ჰქონდეს გაზი. როგორც დავასრულეთ უშუქობა, ისე დავუსვამთ წერტილს ამ პრობლემასაც.
ტყიბულისა და თერჯოლის საერთო პრობლემატური საკითხებია: ქალაქისა და სოფლის გზები, სასმელი და ტექნიკური წყალი, კორპუსების კეთილმოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობამ არ იზრუნა ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევუდგებით მათ მოგვარებას“. აცხადებს ოთარ კახიძე.
კანდიდატის დაპირება
„სამწუხაროდ, გასულ სამ არჩევნებში ხელისუფლებისგან მოსმენილი ტყუილების შემდგომ, სიტყვა დაპირებამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. პოლიტიკოსის სამსახური უნდა იყოს ამომრჩევლის, ხალხის ინტერესების დაცვა. ჩემი მთავარი პირობა ამომრჩეველთან იქნება ის, რომ ახალ სამსახურს პასუხისმგებლობით მოვეკიდები, ხალხის საქმეს შუა გზაზე არ მივატოვებ, ვიქნები სამართლიანი, პრინციპული და მებრძოლი მათი პრობლემების მოგვარებისას.
ჩვენი ამოცანა არ გახლავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეჯიბრი, ეს ზედმეტად მარტივი ამოცანაა. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინა ვერსიაზე უკეთესები, ჩვენ საკუთარ თავს უნდა შევეჯიბროთ. ის რაც ყველას მოგვწონდა, ის რეფორმები უნდა გავაძლიეროთ, გავაღრმავოთ, კიდევ უფრო წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ხოლო იქ, სადაც გვქონდა პრობლემები, სადაც გვქონდა გამოწვევები, ის სფეროები უნდა გამოვასწოროთ.
ჩვენ, ჩვენ გუნდთან ერთად, ახალი ენერგიით, გავაკეთებთ ყველაფერს, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი არის და წავიდეს წინ“.აცხადებს ოთარ კახიძე.
საარჩევნო კამპანიის დაფინანსება
რაც შეეხება კახიძის საარჩევო კამპანიის დაფინანსებას,მან გვიპასუხა-„ჩემი საარჩეკამპანია ფინანსდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, პარტიის ფინანსური ანგარიშები ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის“.
საარჩევნო ბლოკი „ჩვენები-სახალხო პარტიი“- დან თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ყიფიანია.მისი როგორც მაჟორიტარი კანდიდატის ნომერი არის 23, პარტიულ სიაში არ არის წარმოდგენილი.
კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
ალექსანდრე ყიფიანი ქ. თბილისში დაიბადა 1972 წლის 12 დეკემბერს.1989 წელს დაამთავრა პირველი ექსპერიმენტალური საშუალო სკოლა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა გორის ეკონომიურ ინსტიუტში ეკონომიურ ფაკულტეტის დაუსწრებლ განყოფილებაზე. პარალელურად 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის მერიაში. 1992 დან 1997 წლამდე თბილისში საგადასახადო სამსახურში.
1997 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2001 წლიდან სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2006 წელს. 20 წელია არის სტიქაროსანი.
ამჟამად ალექსანდრე ყიფიანი არის შპს `ცხრაჯვარი~-ის დირექტორი, რომელიც დღეს აწარმოებს საქართველოში ქართული ხორბლითა და ბუნებრივი საფუარით ეკოლოგიურად სუფთა პურს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტბში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მისი მოგვარების შესახებ საუბრობს.
„პრობლემურ საკითხებად მიმაჩნია დასაქმების დაბალი დონე, ახალგაზრდობის გადინება სამუშაოდ მეზობელ სახელმწიფოებში დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მძიმე სოციალური ფონი, მოშლილი ინფრასტრუქტურა,მოუწესრიგებელი გზები, რაც სასწრაფო და სპეცდანიშნულების მანქანების ადგილზე დაგვიანებით მისვლაში აისახება, რიგი სოფლები პრაქტიკულად უგზოობის გამო მიუვალია. გაზიფიკაციის პრობლემა, რის გამოც გათბობისათვის ხორციელდება ხე-ტყის განადგურება. მოუვლელი ტყის მასივები და `კოლხური ბზის~ დაავადება, რომელიც ანადგურებს საუკუნოვან მცენარეს და პატრონი არ ჩანს. გასაახლებულია გამხმარი ხეები, წიწვოვანი და წაბლის ხის მასივები. მოუვლელი ჩაის პლანტაციები, დაუმუშავებელი მიწის ფართობები და ზოგადად სოფლის მეურნეობის დაბალი მაჩვენებელი. არის პროფესიული სასწავლებლების დეფიციტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირე და მგზავრობის მოუხერხებელი გრაფიკები. განუვითარებელი ტურიზმი. ძველი მიტოვებული და მოუვლელი შენობები.
ამ პრობლემების გამო თითქმის დაცლილი თემები და დაცარიელებული ქალაქი ტყიბული და თერჯოლა. საქართველოში ასეთი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული არცერთი რეგიონი არ არის, როგორც ოკრიბა. მოუწესრიგებელი განათება და ელექტრომომარაგების საკითხი. მოსაწესრიგებელია დასუფთავება და ნაგვის გატანა, რომლის არქონის გამო ბინძურდება ისედაც წყალმცირე მდინარეები და გარემო.
ამ ყველაფერს სჭირდება მაშტაბური მზრუნველობა. პრობლემების სიმრავლის და რეგიონის სპეციფიურობის გამო ისედაც ღარიბ მხარეს სჭირდება განსაკუთრებული ხელშეწყობა და ინვესტირება, როგორც კერძო სექტორიდან ასევე ბიუჯეტიდან, რათა მოხდეს სწრაფი განვითარება და სტიმულირება, რისთვისაც მივიღებთ ისეთ კანონს, რომ თვითმმართველობა იყოს რეალური, რათა გადაწყვიტოს ადგილობრივი პრობლემები. აქტიურ მონაწილეობას მივიღებ და ლობირებას გავუწევ რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით, ვიბრძოლებ კანონპროექტის შექმნაში, რომელიც დაიცავს მუშამოსამსახურეების უსაფრთხოებას. მომზადებული გვაქვს პროექტი შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, რომელიც ორიენტირებული არის დასაქმებულთა ინტერესების დაცვაზე. სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თემებს უნდა მიეცეთ შეღავათები და სტიმულირება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 4 წლის განმავლობაში ვეცდები აღვადგინოთ და განვიხილოთ ფერმერების ჩართულობით წლობით მიტოვებული და გავერანებული თავის დროზე მაღალი ხარისხის ჩაის პლანტაციები. ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდროების ძეგლების აღდგენა – მოვლა პარტრონობისთვის ბიუჯეტის გაზრდა.
თერჯოლაში გასაკეთებელია და განსავითარებელია სასათბურე მეურნეობები. საჭიროა მევენახეობის მაქსიმალურად გაზრდა. პროფესიული სასწავლებლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელი ადგილობრივი კადრების მომზადებას.
ჩვეენ ვიქნებით ეკლესიის პარტნიორები სამოქალაქო სივრცეში, რაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად გულისხმობს კანონის დონეზე ხელშეწყობას და თანამშრომლობას ეკლესიასთან და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან. მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ წინა პარლამენტში მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ხელი არ მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და იგი დღეს ჩვენი ბლოკის წევრია. აცხდბეს ალექსნდრე ყიფიანი.
კანდიდატის დაპირება
ამომრჩევლისათვის შექმნას ისეთი კანონმდებლობები და ცხოვრების პირობები, რომ ქართველები აღარ ტოვებდნენ საქართველოს, სტიმული მიეცეთ დემოგრეფიული ფონდის გაუმჯობესებისთვის და იზრუნონ ქვეყნის განვითარებისთვის, როგორც ღირსეულმა მოქალაქეებმა.
საარჩევნო კამპანიის დაფინასება
რაც შეეხება ყიფიანის საარჩევნო კამპანიის დაფინასებას მან გვითხრა რომ-„ ჩვენი კამპანია ფინანსდება `ჩვენები სახალხო პარტი~-ის ფონდიდან, რაც შემოიფარგლება მხოლოდ პლაკატების და ფლაერებისთვის საჭირო ბიუჯეტით“.
პოლიტიკური გაერთიანება“ირაკლი ალასანია- თავისუფალე დემოკრატები“ს მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში რუსუდან გვენეტაძე პარტიაში 50 ნომრად არის წარმოდგენილი,ხოლო მისი როგორც მაჟორიტარი კანდიდატის ნომერი 27 არის.
მაჟორიტარი კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
რუსუდან გვენეტაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში
დაწყებითი განათლება მიიღო ტყიბულის N2 საშუალო სკოლაში,დაამთავრა თბილისის 102-ე საშუალო სკოლა.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი,შემდეგ დოქტორანტურა კიევში პესტიციდებისა და პოლიმერული ნაწარმის ჰიგიენის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტში დაამთავრა. არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.ფლობს „ლაბორატორიული მედიცინის“ -ექიმის ლიცენზიას.
რუსუდან გვენეტაძე არის -თსუ მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამის „ლაბორატორიული მედიცინა“ ს დირექტორი.
არის კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის – პროფესორი,პროფესორთა აკადემიური საბჭოს წევრი,ლაბორატორიული სამსახურის უფროსი. ასევე „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოები“ს- დამფუძნებელი.
ასევე მუშაობს შ.პ.ს. „ზ.საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკი“ს- ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძრვანელად.
ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა და დარგობრივი საინფორმაციო პუბლიკაციებისა პრესაში.
ჰყავს 2 შვილი და 5 შვილიშვილი.
კანდიდატის საკუთარი ხედვები და დაპირებები
„ვპირდები ჩემი მშობლიური კუთხის მოსახლეობას:
ვიზრუნებ,რომ ჩვენს მიწა-წყალზე არსებული ბუნებრივი რესურსებით მიღებული სიკეთე პირველ რიგში მოხმარდეს ადგილობრივ ბიუჯეტს ,რათა უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა ,უკეთესი ცხოვრება.
ხელს შევუწყობ ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას,რითაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს გაუადვილდებათ როგორც სამეურნეო ტექნიკით სარგებლობა,ასევე სათესლე და სანერგე მეურნეობებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
ხელს შევუწყობ ხილის და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შესყიდვა – ჩაბარების,გადამამუშავებელი და საკონსერვო წარმოებების შექმნას. ამ პროცესში ინვესტორების მოზიდვას ურთიერთსასარგებლო (გლეხი,მეურნე/ინვესტორი) ხელშეკრულების პირობებით.
ყოველ დიდ სოფელში იფუნქციონირებს საინფორმაციო, საგანმანათლებო, საკონსულტაციო ქსელი,რათა ადგილიობრივ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამების შესახებ,ამ პროექტებში მათი ჩართულობის სამართლებლივ ასპექტებზე.
ვიზრუნებ,რომ მაღაროელთა შრომის პირობები – სამუშაო დრო, სპეცტანსაცმელი, კვება,სამედიცინო მომსახურება,ტრანსპორტირება, გამართული ტექნიკით უზრუნველოფა – უსაფრთხო სამუშაო გარემო,შეესაბამებოდეს საერთასორისოდ აღიარებული სტანდარტების ნორმებს და იყოს მკაცრად კონტროლირებადი სახელმწიფოს მხრიდან.
ინვესტორის თუ მეწარმის ვალდებულებაში სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად უნდა განისაზღვროს ადამიანის ჯამრთელობის მდგომარეობის და ეკოსისტემების უსაფრთხოება – გადაცდენის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით.
ვიზრუნებ,რომ მაღაროელთა საპენსიო დავალიანება (2006 -2014 წ.წ.) აღებულ იქნას სახელმწიფო შიდა ვალში, შემდგომი ეტაპობრივი გადახდის ვალდებულებით.
მაღაროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ სამჯერადი ოდენობის, განსაზღვრულ მინიმალურ 500(ხუთასი ლარი) ხელფასთან მიმართებაში.
მაღაროელთა საპენსიო ასაკი უნდა განისაზღვროს 55-58 წლით.
ვიზრუნებ, რომ დამსაქმებელის მიერ ყოველი დამატებით გადადგმული სასიკეთო ნაბიჯი, დასაქმებულთა შრომის და ცხოვრების პირიბების გასაუმჯობესებლად, წახალისებული იქნას სახელმწიფოს მხრიდან, საგადასახადო შეღავათებით.
მივაღწევ მაღალმთიანი სოფლის სტატუსის განახლებას იმ სოფლებისათვის რომელთა გეოგრაფიული მდებარეობა და მკაცრი კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა და დღეის მდგომარეობით არ სარგებლობენ.
ვპირდები ჩემი მშობლიური კუთხის, ტყიბული-თერჯოლის მოსახლეობას, მათი ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ჩემი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის მთელ პერიოდში, ვიქნები თქვენს გვერდით,თქვენი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და შევეცდები პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად მოგვარებას. ჩემი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის და ტელეფონი 24 -საათიან რეჟიმში ჩართული“. აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსუდან გვენეტაძე.
საარჩევნო კამპანიის დაფინასება
რუსუდან გვენეტაძე საკუთარ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე არ საუბრობს,როგორც მან განგვიცხადა-„ჩემი საარჩევნო კამპანიის დაფინასება იმდენად მწირია,ამსაკითხზე საუბარი არღირს“აცხადებს გვენეტაძე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველო“ს თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი,ქველმოქმედი და ბიზნესმენი ელგუჯა გოცირიძეა.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიულ საარჩევნო სიაში 103 ნომრადაა წარმოდგენილი,მისი როგორც კანდიდატის ნომერი 41 არის.
მაჟორიტარი კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
ელგუჯა გოცირიძე 1958 წლის 20 მარტს თერჯოლაში დაიბადა.
1975 წელს დაამთვრა ტყიბულის N2 საშუალო სკოლა.1981 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. პროფესიული განვითარების მიზნით ქალაქ მოსკოვში გაირა დამატებითი სასწავლო კურსები.
გოცირიძე 1984-1986 წლებში, მუშაობდა ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგად. მომდევნო წლებში ჯერ ტყიბულის სამშობიაროს მთავარ ექიმად, შემდეგ კი ,,ჩაჩავას კლინიკის “ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, სადაც დღემდე აგრძელებს საქმიანობას.
2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე,,დედათა სიკვდილიანობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პირობებში“ და მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი;
2014 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
განხორციელებული აქვს მნიშნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით.
აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში, მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი საქველმოქმედო აქცია როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ტყიბულსა და თერჯოლაში.
2014 წლიდან, მისი ინიციატიცით, სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნათ სახელობითი სტიპენდია.
კარგად ფლობს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სტრუქტურების მართვის ტექნოლოგიებს, არის წარმატებული ბიზნესმენი.სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის განვითარებასთან ერთად ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს.
დღეისათვის მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში დასაქმებულია ათასობით ადამიანი.
ჰყავს მეუღლე , ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
კანდიდატის ხედვები და დაპირებები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვები თერჯოლაში და ტყიბულიში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე. კონკრეტულ პრობლემებზე არსაუბრობს,მაგრამ ამბობს რომ თერჯოლასა და ტყიბულში“ პრობლემები საკმაოდ ბევრია, თუმცა თუ ჩემს განვლილ ცხოვრებას გადახედავთ, დაინახავთ ცოდნით გაჯერებულ დაუღალავ პრაქტიკულ საქმიანობას, როცა ამას სიყვარულიც ემატება, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ხდება შესაძლებელი“ აცხადებს ელგუჯა გოცირიძე.
ასევე გოცირიძე საკუთარ ამომრჩეველს პირდება რომ არასოდეს უღალეტებს საკუთარ ხალხს.
საარჩევო კამპანიის ფინანსები
რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, თანხის რაოდენობას არასახლებს,ამბობს რომ, მისი სარჩევნო კამპანია ფინანსდება საარჩევნო ფონდიდან.
კახი კვატაია-საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
მაჟორიტარი კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება
კახი კვატაია დაიბადა 1976 წლის 8 მაისს, თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში.
1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა, 1998 წელს
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის
ფაკულტეტი.
21 წლის ასაკში სტუდენტმა დაიწყო მუშაობა სოფლის კლუბის გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფლის საკრებულოს ბუღალტრად, სოფლის გამგებლად, თერჯოლის რაიონის ახალგაზრული დეპარტამენტის ხელმძღვანელად, საგადასახადოს უფროს ინსპექტორად და რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ.
1998 წლიდან დღემდე არჩევით ორგანოებში აქტიურად მონაწილეობს. არის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო ორი მოწვევის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი.
საჯარო სამსახურების გარდა მუშაობდა კერძო სექტორშიც, რამდენიმე საწარმოს ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
კანდიდატის ხედვები და დაპირებები
,,გადავწყვიტე რა, კენჭი ვიყარო თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სრულიად გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრება ჩემი თერჯოლლებისა და ტყიბულლების წინაშე.
ჩემი დაუღალავი შრომით, ერთგულებით, წესიერებითა და პატიოსნებით,ბრძოლით, შეუპოვარი სიტყვითა და საქმით განვლილი გზა მაძლევს იმის უფლებას, მოგმართოთ თქვენ: თერჯოლასა და ტყიბულს ესაჭიროება მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებით, რომელმაც უკვე კარგად იცის და გათავისებული აქვს ხალხის პრობლემა; რომელსაც არ გააჩნია პარტიული ვალდებულება, ხალხის ინტერესებზე მაღლა პარტიული ლიდერების დაკვეთები დააყენოს……ასეთი ვალდებულებებისგან თავისუფალ ადამიანს უფრო ხელეწიფება თქვენს სამსახურში ჩადგომა, თქვენი პრობლემების გათავისება, შესაბამის ორგანოებამდე მიტანა და მისი გადაჭრის უზრუნველყოფა, რაც ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება.
თავს უფლებას ვაძლევ, მოკრძალებული მხარდაჭერა გთხოვოთ და გპირდებით, ჩემი სახით თითოეულ თქვენგანს საყრდენი მეგობარი ეყოლება, რომელიც თქვენგან მოცემული ბერკეტის შემთხვევაში თავს არ დაზოგავს თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად.
მე არ ვკონკრეტდები რომელიმე პრობლემაზე-ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. მთავარია, ყველა პრობლემას გადაწყვეტის ადეკვატური გზა მოვუძებნო.
ვიქნები უაღრესად კეთილსინდისიერი, წესიერი, მართალი კაცი. მართალ სიტყვას სწორ გზას ვუპოვნი, მის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ და თქვენთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომით, მებრძოლი ნაბიჯებით ვუწინამძღვრებ ხვალინდელ ცხოვრებას. მომეცით შანსი, ხალხის სიტყვა, ხალხის სურვილი და საჭიროება საქმედ ვაქციო.“აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კვატაია.
რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და გახდება ცნობილი,ვისწარადგენს თერჯოლისა და ტყიბულის მოსახლეობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.