ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირბით კომპანია ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა” მეშახტეთა შვილებს საჩუქარი გაუკეთა და პატარებს მულტფილმის ,,მაშა და დათვის” მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი შესთავაზა. საბავშვო წარმოდგენას მუნიციპალიტეტის თეატრში უამრავი პატარა დაესწრო. კომპანია ბავშვებს ნაყინითაც გაუმასპინძლდა.
,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი” მსგავსი ღონისძიებების მოწყობას და პატარების გახარებას მომავალშიც გეგმავს.
ელისო ჭანტურიძე