საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლა დაასრულა.
ცესკომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები. N50 თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 65 უბნის დათვლილი მონაცემების მიხედვით, „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ელგუჯა გოცირიძეს 15152 ამომრჩეველმა მისცა ხმა. რაც არჩევნებში მონაწილეთა 50,03%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე მიღებული ხმების რაოდენობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძეა, რომელსაც 9286 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ანუ 30,66%.
„ქართული ოცნება -დემოკრატული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ პირველივე ტურში მოაგროვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი, რაც საკმარისია დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.
ეს წინასწარი შედეგებია,ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი – 21 ნოემბრამდე.