საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო წლის 9 ჯგუფის 128 კურსდამთავრებულს მე-3 და მე-4 საფეხურის პროფესიული დიპლომები გადაეცათ.
დიპლომები კურსდამთავრებულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა გადასცათ და მათ წარმატება უსურვეს საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ტყიბულის სამთო ტექნელოგიურ ინსტიტუტში სასაწვლო პროცესი 2011 წლიდან მიმდინარეობს,სადაც პროფესიული განათლების მიღება მსურველებს 9 სხვადასვა სპეციალობის 5 საფეხურზე შეუძლიათ.რომლებიცაა: 1.სამთო ტექნიკოსი 2.სამთო ელექტრომექანიკოსი 3.გვირაბ გამყვანი 4.სამთო ტექნიკის ექსპლოატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი 5.მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი 6.ელმავლის მემანქანე 7.კალატოზი 8.მღებავი 9.შემდუღებელი
როგორც სასწავლებლის დირექტორმა რეზო ცნობილაძემ გვითხრა, ინსტიტუტში სწავლის მსურველები ყოველწლიურად საკმაოდ ბევრია,მათი ნაწილი ზოგჯერ ვერც ახერხებს ინსტიტუტში მოხვედრას რადგანაც კონკურსი არის დიდი.
აღსანიშნავია რომ ინსტიტუტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და კომპიუტერული ტექნიკით, სადაც სტუდენტებისათვის შექმნილია ყველანაირი პირობები სასწავლო პროცესისათვის,ისინი განათლებას პროფესიონალი პედაგოგებისაგან იღებენ.
მიმდინარე სასწავლო წელს ინსტიტუტში სწავლის მსურველთათვის განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და სწავლის მსურველებს 16 ოქტომბრამდე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი 11 სხვადასხვა სპეციალობაზე და დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.