მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს მაშტაბით 2 405-მა საპარიკმახერომ და სილამაზის სალონმა გაიარა.
შრომის ჯამრთელობის და სოცილური დაცვის სამინისროსტროში აცხადებენ, რომ უახლოეს მომვალში ის დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე განაგრძობენ, დაჯარიმდებიან.
“ის პირები, ვინც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე რეგიტრაცია ვერ გაიარა, შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდებიან. მათ უკვე რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება. გადამოწმების პროცესი იმერეთში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უახლოეს მომავალში დაიწყება,” – განუცხადეს ქუთაისიპოსტს ჯანდაცვის სამინისტროში.
ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციას არ გაივლიან, ისინი 50 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება და ის სავალდებულო მიმდინარე წლის 27 ივლისიდან გახდა.
„ქუთაისი პოსტის“ www.kutaisipost.ge ინფორმაცია და ფოტო.