კოალიცია ,,ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი რობიზონ გვენეტაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო.სამთო დარგის პროფესიონალმა სანიმუშო შრომითი გზა განვლო რიგითი ინჟინრიდან ,,თბილმეტრომშენის” გენერალურ დირექტორობამდე.
საქართველოს დამსახურებული მშენებელი, ღირსების ორდენოსანი, ეროვნულ სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი მშობლიურ რაიონს ქალაქის აღმშენებლობის სურვილთა და შორსგამიზნული გეგმებით უბრუნდება.
მას ეამაყება, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების” ნდობით სარგებლობს და უამრავ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ტყიბულში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს მდივანი ნანა რაზმაძე