ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის 2017-2018 წლების სტრატეგია განიხილეს.
საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF“-ის საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგია ჩამოყალიბდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის სიტუაციური ანალიზის საფუძველზე.
შეხვედრა საინტერესოდ და მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარათ, რადგანაც მათ ხელთ ქონდათ ბენეფიციართა საჭიროებების გათვალისწინებით პრობლემის ერთიანი და სისტემური ხედვა.
სტრატეგიის განხილივის შემდგომი ნაბიჯი იქნება 2017-2018 წლების მუნიციპალური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. გეგმის ჩამოყალიბების პროცესი წარიმართება საჯაროდ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი უშუალო თანამონაწილეობით.
საბჭოს წევრების აზრით, აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაეხმარებათ სოციალური სერვისები მოქსიმალურად იყოს მორგებული ბენეფიციართა საჭიროებებზე და მკვეთრად გაიზარდოს მათი ეფექტურობის ხარისხი.