ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის, ასევე ადგილობრივი შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”პატრიოტთა ალიანსმა”.
”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ: N5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27.11%, რაც არის 27 მანდატი, N8 ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, რაც არის 6 მანდატი, N41 ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, რაც არის 44 მანდატი”, – აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა და ყველა მათგანი წარმოდგენილი იყო ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ.
”კერძოდ, N3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაზა ხუციშვილი, N4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – მამუკა მდინარაძე, N5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ნინო გოგუაძე, N14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი ვოლსკი, N25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ირაკლი შიოლაშვილი, N31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – სავალან მირზოევი, N32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოდერძი ჩანქსელიანი, N33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი, N34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – კახაბერ ოქრიაშვილი, N35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – რუსლან გაჯიევი, N38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაქარია ქუცნაშვილი, N40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი თოთლაძე, N45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გედევან ფოფხაძე, N45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ენზელ მკოიანი, N50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ელგუჯა გოცირიძე, N53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე, N54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ლილუაშვილი, N55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ მიქელაძე, N57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ცოტნე ზურაბიანი, N58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე, N59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – არჩილ თალაკვაძე, N62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ოთარ დანელია და N73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე”, – აცხადებენ ცესკოში.
23 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.