ტყიბულში 5 ნოემბერს სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა2016“იზეიმეს.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქში გაიმართა კულტურული ღონისძიებები და გაიხსნა რამდენიმე რეაბილიტირებული ობიექტი.
მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებმა ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს ეთნოგრაფიული ოკრიბის ფოლკლორი და სამზარეულო.
დღის ბოლოს სპორტის სასახლეში გაიმართა კონცერტი,რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის მომღერლები:თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე, ბესიკ კალანდაძე, მაკა ქაჯაია, ზურაბ დოიჯაშვილი.

კონცერტის მსვლელობის დროს დასახლდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები: ექიმი-ლევან ჯიშიაშვილი,პედაგოგი- შოთა ჯინჯიხაძე,ბიზნესმენი – უჩა დალაქიშვილი,ექიმი- რამაზ ობოლაძე,სპორტსმენი-ირაკლი ცირეკიძე,სამთოინჟინერი- ბადრი არაბიძე,ქორეოგრაფი- თამაზ დვალი.
tyibuloba-2016

ტყიბულქალაქობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი (შალამბერიძე),ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ადგილობივ მოსახლეობასთან ერთად.