ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN)- მა, რომელიც ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF ოფისში პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა,

რომლის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სამუშაო შეხვედრაში მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული ადამიანები მონაწილეობდნენ. შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელი ნანა ყურაშვილი უძღვებოდა.

მრჩეველთა საბჭო ტყიბულში 2016 წლის მაისში ჩამოყალიბდა და დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლებით. სწორედ აღნიშნული საბჭოს მუშაობის შედეგად შეიქმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგია.
pin
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.

შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგები და ერთობლივი აქტივობები ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას,ასევე სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.
R