თბილისში წარმატებით დასრულდა საქართველოს თასის პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში.
ტურნირში მონაწილეობას 22 გუნდის 134 მონაწილე-ვაჟები და გოგონები ღებულობდნენ საქართველოს რეგიონებიდან. რომელთა შორის იყვნენ კუნგ-ფუს, ხრიდოლის, კარატეს, კიკ- ბოქსის და შერეული ორთაბრძოლის წარმომადგენლები.
ასევე ტურნირში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ნაკრები მონაწილეობდა.
ტყიბული ამ ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუ ს და კარატეს გუნდების 10 სპორტსმენით, რომლის ხელმძღვანელები ოლეგ ფანჩულიძე და ლევანი კუბლაშვილი არიან.
მათ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და მოიპოვეს 7 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილი.
კუნგ-ფუს სკოლის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ჭიჭიკოშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ნიკა ბარბაქაძე,საბა გელაძე.
პრიზიორი გახდა ლუკა ქაშიბაძე.
კარატეს სკოლის ჩემპიონებია: ცირეკიძე ლუკა, მოდებაძე ზურა და გურგენიძე გიორგი.
პრიზიორი გახდა გაბრიაძე მერაბი.
ასევე ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის“ სპორტსმენებმა: ლევან ცნობილაძემ რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა, ბაჩუკი დიხამინჯიამ მეორე ადგილი, გიორგი ყიფიანმა პირველი ადგილი.
კუნგ-ფუს და კარატეს სკოლის ხელმძრვანელების განცხადებით მათ ტურნირზე გამგზავრებაში დახმარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა გაუწია,რისთვისაც მადლობას უხდიან სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობას.