რამდენიმედღიანი ინტესიური თოვის გამო, ტყიბულის მუნიციპლიტეტში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ქალაქის შიდასაუბნო და შიდასასოფლო გზები სათანადოდ არგაწმენდილა,რის გამოც თოვლის დნობის შედეგად გაუწმენდავ გზებზე წყლის გუბეები დგას და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
ადგილობრივები „ოკრიბანიუსთან“ საუბარისას აღნიშნავენ, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქტიურად წერენ მუნიციპალიტეტის ხელისუფლების უყურადღებობის შესახებ და მათგან დახმარებას ითხოვენ, რომ მოხდეს გზების თოვლისაგან და წყლის გუბეებისგან გაწმენდა რათა ქალაქში შესაძლებელი გახდეს გადაადგილება.
ასევე მათივე ინფორმაციით არარის გაწმენდილი ქალაქის გარეუბანში მდებარე ეგრეწოდებული “ლაღორის“ სასაფლაოსთან მისავლელი გზა,სადაც ფაქტიურად მისვლა შეუძლებელია.