ტყიბულში თოვლის საფარის დნობის შედეგად წყლის ტბორები დგას-აგრარული ბაზრის, ცენტრალური სუპერმარკეტებისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,რაც გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც ავტომანქანებს ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ქალაქის შიდასაუბნო გზებზე,საფეხმავლო ბილიკიბეზე და შიდასასოფლო გზებზეც იგივე მდგომარეობაა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ გადაადგილებისას.

ასევე თითქმის ორიკვირაა წყალი არმიეწოდება სოფელ საწირესა და რამდენიმე სოფელს.როგორც ამბობენ ძლიერი ყინვის შედეგად დაზიანებულია წყლის ცენტრალური მაგისტრალი,რომლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს,მაგრამ მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება ამდრომდე ვერხერხდება.
datborili-gza

მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს შექმნილი მდგომარეობის გამო და ადგილობრივ ხელისუფლებას დროული დახმარებისაკენ მოუწოდებენ.