ტყიბულის მუნიციპალიტეტში 110 ოჯახს საახალწლო ნობათები გადაეცათ.ინფორმაციას და ფოტო მასალას ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, შალვა გაბრიაძემ, გიორგი ლომთაძემ და ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნელი ქარელმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებსა და სამამულო ომის მონაწილეებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩია“.ნათქვამია განცხადებაში.