თითქმის ორი კვირაა რაც ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ გადამუშავებული ქვანახშირის პირველად ნარჩენებს კვამლი ასდის.
შესაბამისად მოსახლეობა პროტესტს ისევ აგრძელებს და ნარჩენების ქალაქგარეთ გატანას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტყიბულის მაჟორითარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ,,ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი რობინზონ გვენეტაძე მინდელის სახელობის შახტზე ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)”-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
მოგვიანებით კი ,,საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)”-ს გენერალურ დირექტორთან ვალერი კუხალაშვილთან ერთად ადგილზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
კომპანისს წარმომადგენლებმა პრობლემის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, მოსახლეობას პირველ ეტაპზე შესთავაზეს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტექნოლოგიური პროცესისი შესაბამისად ნარჩენების გადტანა მთავარ სანაყაოზე, მანამ სანამ ქალაქ გარეთ გამოიყოფა ტერიტორია აღნიშნული ნარჩენების განსათავსებლად.
თუმცა მოასხლეობა შეთავაზებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ ნარჩენების გატანა მოხდეს მხოლოდ ქალაქ გარეთ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
ელისო ჭანტურიძე