ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,ტყიბულის თეატრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშები გაიმართა,რომლის გამარჯვებული კურსების საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
„დასავლეთ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშების სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც კურსების საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ტყიბულის N6 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი წილად ორპირის საჯარო სკოლას ხვდა.
ღონისძიებების დაწყებამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ შალვა გაბრიაძემ საქართველოს ჩემპიონი, ნორჩი მოჭადრაკე დავით ცქიფურიშვილი სიგელითა და ფულადი პრიზით (500 ლარი) დააჯილდოვა. დავით ცქიფურიშვილამა თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე ჭადრაკში ჩემპიონობა მოიპოვა და მონაწილეობის უფლება მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2017 წლის აპრილში, რუმინეთში გაიმართება.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებში მონაწილეობას ჩვენი ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 5 გუნდი იღებდა. გამგეობამ პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები, ხოლო ორპირის, ახალსოფლისა და გელათის საჯარო სკოლების გუნდებს და აგერეთვე სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებულთ ფასიანი საჩუქრები გადასცა. კურსების გუნდმა, აღნიშნული გამარჯვებით რეგიონალურ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩემპიონატი მიზნად ახალგაზრდების გააქტიურებას, მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას, ჯანსაღი იუმორის დამკვიდრებას, მხიარულთა და საზრიანთა თამაშების პოპულარიზაციას ისახავს.“ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.