ტყიბულში საზოგადოებრივი ჯამრთელობის ცენტრში, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგული გამოკვლევები ტარდება.
განცხადებას ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯამრთელობის ცენტრი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ. –
„ C ჰეპატიტის ვირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო მაღალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება და პრევალენტობა 7.7%-ს შეადგენს ყოველ 100000 მოსახლეზე, რაც აბსოლიტურ რიცხვებში ქრონიკული ინფექციის მატარებელ 150 000 პირს უტოლდება.
,,C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის “ საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცდა, შემუშავდა საქართველოში ,,ც ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია”, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისათვის დაავადების პრევალენტობის 90%-ით და ც ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის სულ ცოტა 65%-ით შემცირებას.
აღნიშნულ პროგრამას 2016 წლიდან დაემატა სკრინინგული კვლევის კომპონენტი.
ამ მიზნით ააიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა დაიწყო სკრინინგული გამოკვლევები ც ჰეპატიტზე . საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა, გაიგოს არის თუ არა სავარაუდოდ C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი და მიიღოს სათანადო კონსულტაცია შემდეგი ქმედებისათვის,
გამოკვლევისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ტყიბული კ.ლომაძის მოედანი N3, გამგეობის შენობა, მე-2 სართული,10-დან -17 სთ-მდე, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება საკუთარი თავისადმი, ჩაიტაროთ გამოკვლევა , რათა საჭიროებისას დროულად ჩაერთოთ ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.“
ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებაში.