„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ ოფისში გაიმართა ტრენინგი ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლების, საბავშვო ბაღების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება „იმერეთის რეგიონში სოფლების განვითარების ხელშეწყობა ენერგოეფექტიანი მიდგომების დანერგვით”, რომელსაც ახორციელებენ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, საქართველოს მეწარმეობის განვითარების ასოციაცია. პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.