„საქნახშირი-ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ერთერთი დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობა ქვანახშირის მოპოვება გადამუშვებაა, სადაც დასაქმებულია 1400 მდე ადამიანი.კომპანია ასევე არის ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთეთი დიდი გადამხედილი,რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას.
2016 წლის განმავლობაში კომპანიამ გადასახადებში გადაიხადა 8 929 475 (რვა მილიონ ცხრაას ოცდაცხრა ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი ) ლარი, აქედან ადგილობრივ ბიუჯეტში 1 651 937 (მილიონ ექვსას ორმოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოცდაჩვიტმეტი ) ლარი.
„საქნახშირი“ ყოველთვის გამოირჩევა საქველმოქმედო საქმიანობით, რაც კომპანიაში ტრადიაციად იქცა და ყოველწლიურად გრძელდება ქველმოქმედება როგორც ფიზიკური პირების ასევე ორგანიზაციების მიმართ.
წინა წლებში შახტაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ 3 ადამიანს, რომელიც ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი 2016 წელს დაენიშნათ ყოველთვიურად ხელზე რგებით 750 ლარი. კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებაა რომ სხვადასხვა წელს დაზარალებულ 5 ადამიანს ხელზე რგებით დაენიშნათ ყოველთვიური დახმარება 160 ლარის ოდენობით.
ასევე მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს შესაძლებლობების ფარგლებში ფინანსური დახმარება გაუწიოს მეშახტეებს შექმნილი ოჯახური, ჯანმრთელობის და სხვა პრობლემის გამო. სასკოლოდ მეშახტეთა შვილებს(პირველკლასელებს) საჩუქრად გადაეცა სასკოლო ჩანთების სრული კომპლექტი.
2016 წლის განმავლობაში მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ფინანსური დახმარებების რაოდენობამ ჯამურად გადასახადების ჩათვლით შეადგინა 78220,96 ლარი.
კომპანიამ გასულ წელს დახმარება გაუწია სხვადასხვა ორგანიზაციებს ქვანახშირით,რომლის ჯამურმა რაოდენობამ 178,5 ტონა შეადგინა.
კომპანია ნახშირით დაეხმარა- ახალციხის ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას, ა.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. საქართველოს საპატრიარქოს, სურამის და ათუნის ეპარქიას, ქარელის მამათა მონასტერს, ჩოხატაურის მამათა მონასტერს, ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლას, გარდაბნის მამათა ეკლესიას.
„საქნახშირმა“ 2016 წელს დააფინანსა სხვადასხვა ორგანიზაციები – ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ბაქოში ფესტივალზე ვიზიტი 1800 ლარით. საფეხბურთო კლუბი მეშახტე 16 000 ლარით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის რაგბის სპორტული სკოლა – 4 000 ლარი, საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი – თურქეთში ვიზიტი – 4 200 ლარით, ტყიბულის მუნიციპალიტეტი N3 ბაგა-ბაღისათვის კვამლგამწოვი სისტემების შეძენისა და დამონტაჟების – 1500 ლარით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის N4 ბაგა-ბაღისთვის შესყიდული იქნა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები – 3000 ლარი.