ტყიბულს ცოტა ხნის წინ სენაკის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „კოლხური ტრიო“ სტუმრობდა.
კოცერტი მუნიციპალიტეტის თეატრში შემოქმედებითი კავშირი „გარა“-სა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების, ტყიბულისა და სენაკის მუნიციპალიტეტების გამგეობების თანადგომით გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო ასევე „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტალი.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სოფელ ორპირის ვაჟთა ფოლკლორულმა ტრიომ „აისი“. კონცერტს ქართული ცეკვებით ამრავალფეროვნებდა ტყიბულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფილი ანსამბლი „ოკრიბა“. საღამო პოეტებს, გურამ გორდეზიანსა და ვასილ ბესელიას მიჰყავდათ, რომლებიც დროდადრო საკუთარ ლექსებს უზიარებდნენ იქ დამსწრეთ. ღონისძიებას ადგილობრივ მოწვეულ სტუმრებთან ერთად სენაკის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებდნენ.
მაყურებელს სცენიდან მიესალმა კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემოქმედებითი კავშირი „გარას“ წარმომადგენელი გია კუბლაშვილი, რომელმაც თანაორგანზატორებსა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. „კოლხურმა ტრიომ“ კი მას გულთბილი მასპინძლობისა და მადლიერების საპასუხოდ ხვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.
თეონა ჯანელიძე