სამედიცინო აქცია გაიმართა ტყიბულში და თერჯოლაში 22 და 23 აპრილს. აქციის ფარგლებში თბილისის “პედიატრიული პრივატ კლინიკის“ 15 მდე პროფილის ექიმმა ტყიბულში 0-დან 18-წლამდე 600 მდე მოზარდი გასინჯა,მათ კონსულტაცია გაუწია და დანიშნულება მისცა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა დარეჯან კანჯალაძემ გვითხრა რომ “სამედიცინო აქციას ვმართავთ ტყიბულში და თერჯოლის რაიონში,პაციენტებს უტარდებათ გასინჯვები,ეძლევათ რეკომენდაციები და გარკვეული დანიშნულებები.ვგეგმავთ ასეთი აქციების პერიოდულობით გამართვას 3-4 თვეში ერთხელ და რათქმაუნდა აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ და უანგაროდ ვემსახურებით მოსახელეობას.“

სამედიცინო აქცია ორივე მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და პატრონაჟით გაიმართა.
მაჟორიტარი დეპუტატი თავად იმყოფებოდა აქციაზე და გაეცნო აქციის მიმდიარეობას.შეხვდა და გაესაუბრა როგორც კლინიკის ექიმებს ასევე პაციენტებს.

ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვა აღნიშნული აქციის მიმართ და მიესალმებიან მსგავსი აქციების მომავალშიც გამართვას.