ტყიბულში დღეს დაღუპულ მეშახტეებს-ალეკო ჭელიშვილს,გიზო კუბლაშვილს,ბიქტორ დაღუნდარიძეს და გიზო გუბელიძეს დაკრძალავენ.

უბედური შემთხვევა 9 მაისს საღამოს ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მოხდა,სატვირთო ბადიეზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას 4 მეშახტე 400 მეტრ სიმაღლიდან გადავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა.

დაღუპული მეშახტეების პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14 საათინი სამძემბრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები ძლიერი დაზიანებებით ქუთაისის პროზექტურში იქნა გადაყვანილი,სადაც ჩაუტარდათ ექსპერტიზა და მოხდა იდენტიფიცირება.