3 და 4 ივნისს ხარაგაულის სპორტის სასახლეში გამართულ ,,საქართველოს პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში” ტყიბულელმა სპორტსნენებმა 15 კლუბს შორის გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
ტყიბულიდან ტურნირზე მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს სკოლის 4 და ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის” 14 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ტყიბულელმა სპორტსმენებმა შეჯიბრებაზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და საერთო ჯამში 9 პირველი, 2 მეორე და 3 მესამე ადგილი მოიპოვეს. ტურნირზე თითქმის ყველა რეგიონის 15 ორთაბრძოლის კლუბის 122 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას,რომელშიც ვაჟებთან ერთად გოგონებიც ჩაებნენ.
ტურნირის ორგანიზატორი ,,საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია” და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახური იყვნენ.
თეონა ჯანელიძე