“საქართველოს წითელი ჯვრის” საზოგადოების ტყიბულის ადგილობრივმა ორგანიზაციამ 8 მაისს ტყიბულის პირველ ბაგა-ბაღს საჩუქარი გაუკეთა.მცირე პროექტების განვითარების ფარგლებში მათ ბაღს მუსიკალური ცენტრი და მიკროფონი გადასცეს. პატარა აღსაზრდელებს ამ დღეს ასევე საჩუქრად სათამაშოები და ფერადი ბუშტებიც მიუტანეს.
“მუდამ ემღერებოდეს ბავშვებს” – ასე ერქვა აღნიშნულ პროექტს, რომლის ავტორიც მაია ბრეგაძე იყო. “წითელი ჯვრის” ტყიბულის ადგილობრივმა ორგანიზაციამ მისი განხორციელება “საქართველოს წითელი ჯვრის” საზოგადოების საიუბილეო თარიღს დაამთხვია.
პირველი ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა კი ამ დღეს იქ მიბრძანებული სტუმრებისთვის მცირე ღონისძიებაც გამართეს.
თეონა ჯანელიძე