ტყიბულში 3-დან 11-ივნისის ჩათვლით მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.
რომელშიც ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციების 14 გუნდი მონაწილეობდა. ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალების ჩათვლით თამაშები საწირის საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობდა, ხოლო ფინალს სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ფინალში ერთმანეთს „სპორტ კომპლექსის“ და „მინდელის შახტის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო,რომლის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „მინდელის შახტამ“ გაიმარჯვა 2:0 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ტურნირში მონაწილე პირველ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად 300 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს 200 ლარი და მესამე ადგილის მფლობელს 100 ლარი.
ტურნირის ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სიგელები გადასცა და ასევე დაასაჩუქრეს ტურნირის გულშემატკივრები.
მინი ფეხბურთი ტყიბულში კომპანია „ლიდერბეთის“ ინიციატივით გაიმართა და დაღუპული მეშახტეების ხსოვნას მიეძღვნა.