შალვა ჯიშკარიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2014-2015 წლებში მუშაობდა.როგორც ამბობენ მან თანამდებობა 2015 წლის ზაფხულზე გამგეობაში შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირების გამო დატოვა.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში „tkibuli okriba”ს გვერდზე დღეს გაზიარებულ ნიუსებზე, რომელიც 2015 წლის ივნისში სააგენტო “ტოპნიუსი“ს www.topnews.com.ge-ის მიერაა მომზადებული- “ტყიბულის გამგებელს მოადგილემ ქრთამი შესთავაზა” და “ტყიბულის გამგებლის მოადგილე პოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს”
მაშინდელი ტყიბულის გამგებლის მოადგილე შალვა ჯიშკარიანი გავრცელებულ ნიუსებზე კომენტარის სახით განცხადებას აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.-
“მე მოგესალმებით,ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ის პროვოკაცია,რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაგეგმეს,მონაწილეობდმნენ,როგორც გამგეობის მაღალჩინოსნები,ასევე მეგობრები თბილისიდან და რამოდენიმე ადგილობრივიც…გამგეობის მარალჩინოსანს,ერთ-ერთს და მის მეგობარს,დღეს როგორც ვიცი,კომუნალურ ააიპ-ში ჩატარებულ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით მისგან გამომდინარე….ცემის ფაქტზე,რაღაც პრობლემები უნდა ქონდეთ….არავის ნიშს არ ვუგებ,მაგრამ “მეგობარმა“ თბილისიდანაც გამოავლინა თავისი თავი….რაც შეეხება,ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას,არ შეგისრულდათ ოცნება და მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ,სახლში დავბრუნდი,ვაკმაყოფილებ რა, თქვენს მზარდ ცნობისმოყვარეობას,აქვე იმასაც მოგახსენებთ,რომ ერთი თვის უკან დაბარებული ვიყავი ანტიკორუფციულ სამსახურში,სადაც გამომიცხადეს,რომ ჩემი მონაწილეობა,მავანთა მიერ ინსპირირებულ და დაგეგმილ საქმეში არ დასტურდება,ვარ უდანაშაულო და მაქვს გასაჩივრების უფლება,პროვოკატორების წინააღმდგ….მაგრამ ღმერთი უჩემოდაც,ყველას საკადრისად ცემს პასუხს! რაც შეეხებე ჩემს სამსახურს,ნუღელავთ,როდის იყო, სანთელ-საკმეველი თავის გზას კარგავდა?! როგორც იტყვიან ხოლმე,მიეცით უფალს უფლისა და კეისარს-კეისრისა….ასე,რომ ინსინუაციებისაგან მაქსიმალურად შეიკავეთ თავი,გრძნობამოჭარბებულებმა….მართალი კაცის წინაშე კლდენიც კი იდრიკებიანო,ხომ გაგიგიათ? ნახვამდის და შეხვედრამდე!“
„მე ვაკეთებ კომენტარს: ერთი თვის წინ, დაბარებული ვიყავი ანტიკორუფციულ სამსახურში და გამომიცხადეს, რომ დადასტურდა ჩემი უდანაშაულობა მავანთა მიერ ინსპირირებულ და დაგეგმილ პროვოკაციაში, მოვაწერე ხელი, რომ ჩემს მიმართ დასრულდა შესაბამისი პროცედურები და მქონდა პროვოკატორთა წინააღმდეგ, საჩივრის შეტანის უფლება! მაგრამ ისე ხდება, რომ ამ პროვოკაციის ორგანიზატორებს, ღმერთი უხდის სამაგიეროს, თავად! ხოო, აქვე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ის დასკვნა-აუდიტის, ამის წინ, კომუნალურ ააიპ-ში ჩატარებული, ნანახი მაქვს…ამის გამო გააქტიურდით?! ისე,ახალი ნიუსების მეტი რა გაქვთ….მიხარია, ჩემი პიროვნება, რომ არ ჰკარგავს აქტუალობას და არ მივიწყებთ, თუმც არც მე მავიწყდებით…მადლობას გიხდით, იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, ჩემი სათქმელი დამეწერა, ამ ავტორიტეტული საიტის მეშვეობით!“ნათქვამია ჯიშკარიანის განცადებაში.