ქვანახშირის გამამდიდრებელი ფბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გადამუშავებული ქვანაშირის პირველადი ნარჩენების სანაყაროზე ხანძრის გაჩენის პირველადი ნიშნები კვლავ შეიმჩნევა. შესაბმისად ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი-ჯგუფი )” პროცესის ლიკვიდაციის მიზნით ბოლვადი გადამუშავებული ქვანახშირის ნარჩენების გადატანას ბარათაშვილის ქუჩაზე, მთავარ სანაყაროზე ახორციელებს, რამაც ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ,,საქნახშირის” წარმომადგნლები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. ,,საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ფგუფი)”-ს განცხადბით, ისინი მოქმედებენ უსაფრთხოების წესების შესაბამისად, კანონის სრული დაცვით, მოსახლეობის მხრიდან კი პრევენციული ზომების გატარებისას ადგილი აქვს ხელის შეშლას, რამაც შეიძლება მართლაც გაართულოს მდგომარეობა.
ამიტო ისინი აპირებენ შექმნილი მდგომარეობის მოსაწესრიგებლად წერილობით მიმართონ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს, ქალაქის ხელმძღვანელობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს.
ელისო ჭანტურიძე