ტყიბულელ ემიგრანტ ქალბატონს ეთერი აბესაძეს დახმარება ესაჭიროება,
ინფორმაციას და ფოტოს ამის შესახებ ქართული დიასპრის „Georgian Diaspora in Cyprus“ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„კვიპროსში ქ. ნიქოზიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალბატონი ტყიბულიდან ეთერი აბესაძე ( დაბ. 12. 08. 1963 ) ინსულტით, მძიმე მდგომარეობაში მოთავსებულია ქ. ნიქოზიის ცენტრალურ საავადმყოფოში.
პირველი ორი დღე იგი მიყვანილი იქნა კერძო კლინიკაში, სადაც უკვე გადასახდელია 3 000 € – მდე. ავადმყოფს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და შესაბამისად მკურნალობის ხარჯები ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე არ შეიძლება მისი მგზავრობა.
თუ ვინმეს გული შეგტკივათ და სურვილი გაქვთ დაეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს – დაგვიკავშირდით:
96 31 26 62 მაია, 97 78 32 31 ჯუნა.ნათქვამია დიასპორის განცხადებაში.