ტყიბულში მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა,
ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის თეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების მომაწილეობით.
ღონისძიების მონაწილეებმა ქალაქის შემოსასვლელში დაათვალიერეს მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობა,რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) აკურთხა.ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ახლად რეაბილიტირებული ტყიბულის N1 საბავშვო ბაღი.
ასევე საზეიმოდ გაიხსნა ალექსანდრე(ბუთხუზ) ბასილაიას სახელობის სკვერი, სადაც მეტალის კონსტრუქციისგან დამზადებული როიალი დადგეს დიდი მაესტროს საპატივცემულოდ.სკვერის გახსნის ღონისძიებას მაესტროს მეუღლე ლუიზა კობალაძე, ანსაბლ ივერიის წევრები და მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც შეასრულეს სიმღერები თავიანთი რეპერტუარიდან.
მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა,რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.