საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტყიბულელ მეშახტეებს პროფესიული დღესასწაული,ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან მიულოცა და პატივი მიაგო დაღუპული მეშახტეების ხსოვნას.
გთვაზობთ გოცირიძის განცხადებას უცვლელად –
„მინდა ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ და მოგილოცოთ პროფესიული დღესასწაული.
თქვენი საქმიანობა პროფესიულ უნარებთან ერთად, დიდ სიმამაცეს და გამბედაობას მოითხოვს. სამთო- მომპოვებელი დარგის განვითარებით, თავდაუზოგავი , მძიმე და საპასუხისმგებლო შრომით თქვენ, ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს დოვლათს ქმნით . სწორედ თქვენნაირი, მშრომელი და საქმის ერთგული ადამიანები აშენებენ ახალ საქართველოს, მყარს , წელში გამართულს, წარმატებულს და დამოუკიდებელს.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და პროფესიულ წარმატებებს. გახსოვდეთ რომ თითოეული თქვენთაგანის შრომა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
აქვე მინდა როგორც რიგითმა ტყიბულელმა, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ქედი მოვიხარო და პატივი მივაგო თითოეული დაღუპული მეშახტის ხსოვნას.პატივისცემით, ელგუჯა გოცირიძე.“ ნათქვამია განცხადებაში