ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართა პირველ საჯარო სკოლასთან.
მათმა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ჩატარება გააპროტესტეს,რადგანაც მათი ბავშვებისათვის პირველ სკოლაში სწავლა დღის მეორე ნახევარში 3 საათზე დაიწყება, რაც გამოიწვევს სასწავლო პროცესის საღამოს დამთავრებას და მათი შვილები სკოლის შემდეგ ვეღარ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას ხელოვნებისა და სპორტის სკოლებში.
როგორც მშობლებისათვის გახდა ცნობილი მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზირებულია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქ სასწავლო პროცესი აიკრძალა.
მოსწავლეთა მშობლები მოითხოვენ რომ მოხდეს სკოლისათვის ალტერნატიული შენობის გამოყოფა სადაც სწავლა მათი შვილებისათვის ტრადიციულად დილით დაიწყება.
მშობლებს სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების მიმართ პრეტენზია არქვთ,ისინი დახმარების თხოვნით განათლების სამინისტროს მიმართავენ.
აქციის დროს სკოლის ერთერთი მასწავლებები სკოლაში ცუდად გახდა,გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და გადაყვანილი იქნა ტყიბულის ჰოსპიტალში.
როგორც სკოლის დირექტორმა მეგი ქათამაძემ „ოკრიბანიუს“განუცხადა სასწავლო პროცესი მათ სკოლაში უსაფრთხოების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე შეწყდა და განახლდა 1 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში.
საპროტესტო აქციის დასრულებისას მოსწავლეთა მშობლებმა განაცხადეს რომ, ისინი აქციას ორშაბათს მეორე საჯარო სკოლასთან განაახლებენ.