საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ტყიბულში. მეორე საჯარო სკოლასთან მოსწავლეების მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები შეიკრიბნენ და სკოლის სასწავლო პროცესის პირველ საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გადატანა გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს სწავლა 15.00 საათზე დაიწყება და საღამოს დასრულდება, რის გამოც ბავშვები ვეღარ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას სპორტისა და ხელოვნების სკოლებში.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მოიძებნოს სკოლისათვის ალტერნატიული ადგილი, სადაც სწავლა დაიწყება დილით და მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო პროცესის გაგრძელებას ჩვეულ რიტმში შეძლებენ.
აქციაზე შეკრებილებს შეხვდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი.
ასევე აქციაზე მივიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრის ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ელგუჯა გოცირიძის ტყიბულის ბიუროს წარმომადგენლები,მათ მოისმინეს და გაეცვნენ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით,-„ სასწავლო პროცესი ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საფუძველზე შეწყდა. სკოლის შენობა ამორტიზირებულია და სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია“.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საპროტესტო აქციას ხვალ დილიდან მეორე საჯარო სკოლასთან ისევ გამართავენ.