წიგნის “პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავის” მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა დღეს „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისითვის (EECMD) ქუთაისის ოფისში.
აღნიშნული გამოცემა აერთიანებს აღიარებული, გავლენიანი მოაზროვნეების ტექსტების ქართულ თარგმანებს. ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში არის გამოქვეყნებული და ისინი დღემდე განსაზრვრავს დებატებს საერთაშორისა პოლიტიკასა და დემოკრატიაზე.
წიგნში ინგლისურენოვან სტატიებთან ერთად წარმოდგენილია სტატიების ქართულენოვანი ვერსიები:
1.ისაია ბერლინი-„პოლიტიკური იდეები მე-20 საუკუნეში“
2.რობერტ კაგანი – „გეოპოლიტიკის სიმძიმე“
3.გილიერმო ოდონელი – „დელეგაციური დემოკრატია“
4.ფრენსის ფუკუიმა -„დემოკრატია და სახელმწიფოს ხარისხი“
5. ქეროლ პეიტმანი -„საჯაროსა და კერზო დიქოტომიის ფემინისტური კრიტიკა“
6.ტიმოთი გარტონ ეში -„ევროპული ლიბერალური წესრიგი საფრთხეშია“
7.იურგენ ჰაბერმასი -„ევროკავსირის მნისვნელობის გააზრება:კოსმოპოლიტური ევროპისკენ.
ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა განაცხადა რომ – “დღეს ჩვენ წარვადგინეთ წიგნი “პოლიტიკა და დემოკრატია აუცილებელი საკითხავი”, ეს გახლავთ წიგნის II ტომი, I ნაწილის პრეზენტაცია უკვე გვქონდა გასულ წელს.
ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა პოლიტიკისა და დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამიტომ მსგავსი პუბლიკაციებით ვცდილობთ აღნიშნული თემების პოპულარიზაციას. ამ ტიპის წიგნები გვეხმარება საქართველოში პოლიტიკური განათლების შესახებ არსებული მწირი რესურსის ამოვსებაში. დემოკრატიის სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი პრეზენტაციების ჩატარებას.”
წიგნის პრეზენტაციას მოწვეული სტუმრები, მედიის წარმომადგენლები, და „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.