საქართველოს საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ.

მოგზაურობის განრიგის მიხედვით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში 15-17 დეკემბერს იმოგზაურებს.

საპატრიარქოს ვებ–გვერდის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

„ გთავაზობთ მოგზაურობის განრიგს: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 4-8 ნოემბერი; ფოთისა და ხობის ეპარქია 8-12 ნომბერი; მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია 16-20 ნოემბერი; ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია 12-16 ნოემბერი; სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია 20-24 ნოემბერი; ჭყონდიდის ეპარქია 24-28 ნოემბერი; შემოქმედის ეპარქია 28 ნოემბერი – 2 დეკემბერი; ხონისა და სამტრედიის ეპარქია 2-5 დეკემბერი; ვანისა და ბაღდათის ეპარქია 5-7 დეკემბერი; ქუთაისისა და გაენათის ეპარქია 7-11 დეკემბერი; ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 11-13 დეკემბერი; ნიკორწმინდის ეპარქია 13-15 დეკემბერი; ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია 15-17 დეკემბერი; ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია 17-19 დეკემბერი; მარგვეთისა და უბისის ეპარქია 19-22 დეკემბერი; ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია 22-25 დეკემბერი; სურამისა და ხაშურის ეპარქია 25-28 დეკემბერი; მროვისა და ურბნისის ეპარქია 28-30 დეკემბერი; გორისა და ატენის ეპარქია 30 დეკემბერი – 1 იანვარი 2018 წელი; ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 1-5 იანვარი 2018 წელი; სამთავისისა და კასპის ეპარქია 5-7 იანვარი; მუხრანი 7-8 იანვარი; წილკნისა და დუშეთის ეპარქია 8-10 იანვარი; თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია 10-12 იანვარი; სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 12-14 იანვარი; მცხეთა – სვეტიცხოველი 14-15 იანვარი; მცხეთა – სამთავრო 15-16 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 595 001 152 (მამა დიონისე)“ ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერს 6 თვით ჩამოაბრძანეს.