ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა თემურ ჩუბინიძემ პირველი სამუშაო დღე უმწეოთა სასადილოში სტუმრობით დაიწყო,შეხვდა და გაესაუბრა სასადილოს ბენეფიციალებს და პერსონალს.
ახლად არჩეული მერი უმწეოთა სასადილოში საკვები პროტუქტების რაოდენობით და ხარისხით დაინტერესდა.
სასადილოს პერსონალმა მერს უთხრა, რომ „ სიით 97 ბენეფიციალი ყავთ,რომელთაც ხარისხიანი და საკმარისი საკვები მიეწოდებათ. თუმც სასადილოში საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, მოსაწესრიგებელია ელექტროსისტემა და შემოსაყვანია ბუნებრივი აირი“.
ჩუბინიძე ასევე შეხვდა ტყიბულის მერიის სამსახურებში და ააიპ-ებში დასაქმებულებს, გაესაუბრა მათ და ორგანიზებულობასა და ეფექტური საქმიანობისაკენ მოუწოდა.
თემურ ჩუბინეძემ „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას განაცხადა რომ, მერიაში საკადრო ცვლილები განხორციელდება -„რათქმაუნდა კანონის დაცვით განხორციელდება საკადრო ცვლილებები მერიის სამსახურებში, აქცენტს გავაკეთებთ საქმიან, კვალიფიციურ და პატიოსან კადრებზე“ განაცხადა ჩუბინიძემ.
ახალი მერი ასევე გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრდრებს და მათი პრობლემბის ადგილზე გაცნობას, ასევე ნებისმიერ დროს მუნიციპალიტეტის მერი მზად არის შეხვდეს მოქალაქეებს მოუსმინოს და გაუწიოს დახმარება მათ კანონმდებლობის შესბამისად.