22 ნოემბერს ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის ჯაზის და კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
ამავე დღეს კონსერვატორიის რექტორის, კომპოზიტორისა და შემსრულებლის რეზო კიკნაძის საჯარო ლექცია, სახელწოდებით ,,ექსტრამუსიკალური მუსიკაში-2” ჩატარდა.
ლექციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაეცნოთ მუსიკის განვითარების, მისი საზღვრების, გამოსახვის საშუალებების გაფართოება და როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში.
საღამოზე დასწრება თავისუფალი იყო და მას ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, მოწვეული სტუმრები და მუსიკით დაინტერესებული ადამიანები დაესწრნენ.
საღამოს ორგანიზატორები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა იყვნენ, სრული თანადაფინანსება კი მას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გაუწია. აღნიშნული საღამოს იდეის ავტორი გიორგი კუბლაშვილი იყო.