25 აპრილს საწირეში, კულტურის სახლის ინიციატივით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.
ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და `ქართული ოცნების” ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაესწრო. დედა ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე ასევე იმყოფებოდნენ ის წარმატებული ადამიანები, რომელთა წარმატებას საფუძველი საწირის სკოლაში ჩაეყარა.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საწირის კულტურის სახლის თანამშრომლები, გლედისი ცნობილაძე და ციცო გოტიაშვილი.
ელისო ჭანტურიძე