ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი (Sven Mikser) აფასებს ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

ესტონეთის საგარეო უწყების შეფის წერილში ხაზგასმულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპის კავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.
ცნობისთვის, ესტონეთი, 1.3 მილიონიანი მოსახლეობით, 2017 წლის მეორე ნახევარში ევროპის კავშირს თავმჯდომარეობს. ევროპული გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფო ამაყობს, რომ თავმჯდომარეობის ფარგლებში მართავს ევროკავშირის საქმიანობას 500-მილიონიანი მოსახლეობით და გავლენას ახდენს მის პრიორიტეტებზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი: „ესტონეთისთვის და მისი კეთილი მეზობლებისთვის-ლატვიისა და ლიტვისთვის-უცვლელ პრიორიტეტად რჩება ევროპის კავშირის ურთიერთობა ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებთან. ამიტომაც, 2017 წლის მეორე ნახევარში, ესტონეთისთვისაც, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი ბუნებრივი პრიორიტეტია აღმოსავლელი მეზობლების მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის კავშირთან.
გასათვალისწინებელია, რომ ევროპის კავშირის კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობა ნიშნავს ურთიერთობათა სტრუქტურას აღმოსავლეთით მდებარე 6 საახელმწიფოსთან-სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და ბელორუსთან.
ურთიერთობების მხარდაჭერა და განვითარება, -ეს არ არის ლამაზი ფრაზა. ევროპის კავშირმა უკვე მიაღწია კარგ შედეგებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ღია თანამშრომლობის თვალსაზრისით-შედეგებს, რომელსაც მოაქვს სარგებელი ამ ქვეყნების რიგითი მაცხოვრებლებისთვის.“
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერილში შენიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა-ასეთი შესაძლებლობა დღეს უკვე ხელმისაწვდომია არა მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეებისთვის-საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც.
მინისტრი, ამავე დროს, აღნიშნავს: „უბრალო მოქალაქეებისთვის ნაკლებად აქტუალური იყო საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა. თუმცა, ეს არის ყველაზე პროგრესული ხელშეკრულებები, ევროკავშირსა და ამ სამ ქვეყანას შორის ოდესმე დადებულ ხელშეკრულებებს შორის. მათი წყალობით, ჩვენი პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო დაუახლოვდნენ ევროპის კავშირს. მარტივი ფორმულაა: პარტნიორები საფუძვლად იღებენ ევროკავშირის ნორმატიულ-სამაართლებრივ ბაზას და ამით გზას იხსნიან ევროკავშირის ბაზრებისკენ. მაგრამ, ხსენებული ხელშეკრულებები არ ნიშნავს თანამშრომლობის ამოწურვას, სწორედ რომ პირიქით. ახალი ვალდებულებები, კერძოდ, რეფორმების გატარება, პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირს სამომავლოდ მოთხოვონ დიდი დათმობები“.
სვენ მიქსერი ამა წლის თებერვლიდან ვიზიტით ეწვია აღმოსავლეთის პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფოს. ვიზიტის დროს ესტონელი მინისტრი დარწმუნდა მისი ქვეყნის მიმართ დიდ ნდობაში: „ ჩვენი ძალისხმევა ტოვებს ღრმა კვალს, ხოლო პარტნიორების მოლოდინი მაღალია, რომ თანამშრომლობა განვითარდება ესტონეთის თავმჯდომარეობის განმავლობაში.“
სვენ მიქსერის აზრით, ბევრ აღმოსავლეთ პარტნიორს კვლავინდებურად სჯერა „ევროპული პროექტის“ და მისი „გარდამქნელი ძალის“- ეს რწმენა მხარდასაჭერია: „ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ხელისუფლებები, რომელიც ამაყობს თავისი მოქალაქეებით და არა კორუფციული ინტერესებით.“
მინისტრის სიტყვებით, „ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება პარტნიორ სახელმწიფოებთან ძალზე მნიშვნელოვანია, ამასთან, ჩვენს მეწარმეებს სურთ, რომ მათი ინვესტიციები და სამართლებრივი ნორმები იყოს დაცული. ამდენად, მომავალი პარტნიორობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ის ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებებს, შესაძლებლობას მისცემს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ დამღუპველ გარე თუ შიდა ზეწოლებს.“
ევროპის კავშირის თავმჯდომარეობის განმავლობაში ესტონეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების გზაზე ორი მნიშვნელოვანი მიზანი ამოძრავებს: პირველ რიგში , მხარი დაუჭიროს ევროკავშირის პოლიტიკური ყურადღების გაძლიერებას პარტნიორობის მიმართ; მეორე- გააუმჯობესოს ეს პარტნიორობა.
„რამდენადაც, ევროკავშირის და მისი აღმოსავლელი პარტნიორების სახელშეკრულებო და ინსტიტუციონალური ასპექტებში იკვეთება სიცხადე, ახლა ძირითადი ყურადღება გადაგვაქვს თანამშრომლობის იმ პროექტებზე, რომლებიც თვალსაჩინოდ გააუმჯობესებს უბრალო ადამიანების ცხოვრების დონეს“, წერს საგარეო საქმეთა მინისტრი, „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროინტეგრაციის და სუბსიდირების მიუხედავად, ამ ქვეყნების რიგითი მოქალაქეები შეიძლება არც კი უკავშირებდნენ ევროკავშირის მიერ გახმოვანებულ რეფორმების საჭიროებას და მასთან დაკავშირებულ ცხოვრების დონის ამაღლებას.“
„ასეთი ვითარება“, დასძენს სვენ მიქსერი, „ძირს უთხრის გარდაქმნების არა მხოლოდ სახალხო მხარდაჭერას, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო კურსს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.“

მინისტრის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებაც, ამ თვალსაზრისით ა ჯერ კიდევ ბევრი სამუშა უნდა ჩატარდეს.

წყრო – www.media.ge